Accentnews.ge
პრეზიდენტი:"ჩვენი უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან რუსეთთან ომს ვერასდროს მოვიგებთ"

პრეზიდენტი:"ჩვენი უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან რუსეთთან ომს ვერასდროს მოვიგებთ"

05/05/2022 08:00:24 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქვეყნის მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან რუსეთთან ომს ვერასდროს მოვიგებთ". ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"ვფიქრობ, ყოველთვის შეგვიძლია, გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა არც თუ ისე ცოტა წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა ნატო-ს წვრთნები. გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, მათ შორის გერმანელებთან ერთად ავღანეთში იყვნენ. ნატო მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ. რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან რუსეთთან ომს ვერასდროს მოვიგებთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S