Accentnews.ge
"შეუძლებელია, საქართველომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს, ან მეორე ფრონტი გახსნას"

"შეუძლებელია, საქართველომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს, ან მეორე ფრონტი გახსნას"

05/05/2022 10:28:53 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "შეუძლებელია, საქართველომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს, ან მეორე ფრონტი გახსნას". ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინელები ზოგჯერ კიდევ უფრო მეტს და მეტს ითხოვენ თავიანთი პარტნიორებისგან. უხეშ გამონათქვამებს იყენებენ სხვადასხვა პარტნიორების მიმართ. დიახ, მათ სურთ, მიიღონ იარაღი საქართველოდანაც, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურია იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით რომ გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და ერთ-ერთში საუბარი მიმდინარეობს რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე. ცხადია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს [უკრაინის] მსგავსად, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის სოლიდარობის დონეს, რაც ჩვენ უკრაინის მიმართ გვაქვს,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S