Accentnews.ge
გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს

გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს

05/05/2022 18:43:26 პოლიტიკა

დამოუკიდებელ დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ნანობს.

ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიას ტელეგადაცემაში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "მე რაზე ვისაუბრე მასთან - ამაზე თქვენ ვერ დაგელაპარაკებით. თუმცა თქვენს კითხვას [სააკაშვილის სინანულის შესახებ - რედ.] ვპასუხობ, რომ დიახ" - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის:სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, 22 აპრილს მოინახულეს. დასკვნაში, რომელიც სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მიმართა, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისი თქმით, თუ ქვეყნის ექს–პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს.

ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S