Accentnews.ge
ხაბეიშვილი: "სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას"

ხაბეიშვილი: "სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას"

05/05/2022 19:46:10 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

„პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის 10 მლიარდი დოლარის ინვესტიცია მოუტანოს ჩვენ ქვეყანას, პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის ჩვენ მოქალაქეებს ემსახუროს, მზად არის ჩვენი მოქალაქეებისთვის გაწიროს თავი, მზად არის დაეხმაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მათ შორის, ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობაში. პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელობა შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რამდენიმე დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სააკაშვილი „ალბათ, მზად არის“, ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, თუ მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S