Accentnews.ge
საფრანგეთის ელჩი: "ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა"

საფრანგეთის ელჩი: "ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა"

06/05/2022 10:15:47 პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის საელჩო მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება:

"ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ღირსები დაცვა და ამ სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტებზე და სწორედ სტანდარტებია, როდესაც პატიმრის უფლებები დაცულია, როდესაც მას აქვს წვდომა თავის ადვოკატთან, როდესაც ჰყავს მკურნალი ექიმები, რომლებსაც ის ენდობა. სახალხო დამცველმა გააკეთა შეთავაზებები, ის ცდილობს იპოვოს გამოსავალი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოსავალი მოიძებნოს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S