Accentnews.ge
"მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთვის უდიდესი დახმარების გასაწევად"

"მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთვის უდიდესი დახმარების გასაწევად"

06/05/2022 10:45:38 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ "ალიანსი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად".

"მე მესმის და ძალიან კარგად გავუგე ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს, ვისაც შევხვდი პრემიერიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებისა და მინისტრების ჩათვლით, რომ ეშინიათ და შეშფოთებულები არიან რისკებით, რა მოხდება, თუ რუსეთი ფრონტის მეორე ხაზს გახსნის, როგორც ისინი ამბობენ. მაგრამ მე მჯერა, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება. არ მჯერა, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ ახლა. ამიტომ ჩვენი შეფასებაა, რომ რა საკვირველია, რისკები არსებობს, რისკები ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად. ჩვენი ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი პირადი ვიზიტიც გასულ კვირას, ცხადად გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ნატო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს და რისკები მაქსიმალურად შეგვემცირებინა“, – განაცხადა კოლომინამ საქართველოს "პირველ არხთან" საუბრისას.

მისი თქმით, ნატო რუსული აგრესიის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების მხარდაჭერას გააძლიერებს:

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ სპეციალურ ზომებზე, მათ შორის საქართველოსთვის. ეს ნიშნავს თანამშრომლობის ახალ ზომებს, რომელიც უფრო მეტ პრაქტიკულ თანამშრომლობას მოიცავს, უფრო მეტ სამხედრო წვრთნას და უფრო მეტ პოლიტიკურ დიალოგს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ თანამშრომლობის იმ დონით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, მაგრამ მზად ვართ ამაზე მეტი მოვიტანოთ მაგიდასთან. სწორედ ახლა ვმუშაობთ ამაზე და ჩემი მოლოდინია, რომ დიდი ალბათობით ჩვენ მოვახერხებთ ზოგიერთ ამ წინადადებაზე შეთანხმებას მადრიდის სამიტზე".

როგორც მან აღნიშნა, მადრიდის სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობა იქნება, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ნატო–მ საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და 2008 წელს ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა".

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსის წევრობისთვის საქართველომ, მათ შორის რეფორმების განხორციელება უნდა განაგრძელოს:

"წევრობის პროცესი წინ წასაწევად, ბევრი საკითხია, რაც უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი მათგანია, რომ ქვეყანა რეალურად უნდა მოემზადოს წევრობისთვის. საქართველო, რომელსაც სურს, იყოს ძალიან ღირებული პარტნიორობის ნაწილი და ჰქონდეს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, ეს მოითხოვს რეფორმების გაგრძელებას იმ მიმართულებებით, რომელიც იდენტიფიცირებული გვაქვს და ამაზე ნატო-ს ბოლო ანგარიშშიც არის საუბარი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S