Accentnews.ge
"ევროპის მთავარი მხარდაჭერა ისაა, რომ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რეალობად იქცეს"

"ევროპის მთავარი მხარდაჭერა ისაა, რომ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რეალობად იქცეს"

06/05/2022 10:39:12 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ევროპის მთავარი მხარდაჭერა ისაა, რომ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რეალობად იქცეს".

ჟურნალისტის კითხვაზე, საკმარისია თუ არა საქართველოსთვის ის მხარდაჭერა, რასაც დასავლეთი გასცემს, როცა მთელი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:

"ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა. სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის. ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რეალობად იქცეს და არა მხოლოდ განცხადებად. ამერიკულ მხარეს მე ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, (რაც ეჭვგარეშეა), არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა. რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S