"საქართველოში რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვსურს, ვიხილოთ"
06/05/2022 13:26:59 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ "საქართველოში რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც ალიანსს სურს, იხილოს".
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობითა და პოლიტიკური დიალოგის დონით. ამ ფონზე შეშფოთებულები ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომელსაც რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. ეს რეფორმები მოთხოვნილი იყო მრავალი ფორმით. ჩვენ ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში აღვნიშნეთ 10 რეკომენდაცია. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვსურს, ვიხილოთ. ბოლო 1 წელიწადში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეებიც. ასე რომ ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს არის რეფორმების გზის აღდგენა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც საქართველოს ჰქონდა“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ["ფორმულას" თარგმანი].
.


