„თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას - ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“
08/05/2022 09:29:52 პოლიტიკა
გადაცემა „დროების“ მიერ დასმულ შეკითხვაზე, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, „ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები: „ვიგინდარა, სამარცხვინო“ და ა.შ., დეპუტატი ნინო წილოსანი პასუხობს:
„მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – ამბობს წილოსანი.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითვას, „პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?“, მან ასე უპასუხა: „ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი, მაგას ვამბობ“.


