Accentnews.ge
რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია

რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია

08/05/2022 19:31:31 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N 12 პენიტენციურ დაწესებულებაშია და ის არსად გადაუყვანიათ.

„მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება. პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა.

სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა“, – წერს რატი ბრეგაძე „ფეისბუქზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S