"ჩემი პროგნოზია, რომ კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრება ივნისში მზად იქნება"
09/05/2022 12:43:40 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრებას ივნისში ელოდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია მისი პროგნოზები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ელჩმა შემდეგი განაცხადა:
“ამ პროცესში ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური საკითხია. ჩემი პროგნოზია, რომ შემდეგ თვეში ჩვენ ვნახავთ მოსაზრებას და, სულ მცირე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველ გადაწყვეტილებებს, რაზეც მე ახლა ვერ ვისპეკულირებ".
საქართველომ ევროკომისიისგან კითხვარი ორ ნაწილად მიიღო. კითხვარის პირველი ნაწილი ქვეყანამ უკვე შეავსო და ევროკომისიას გადასცა. როგორც მთავრობა აცხადებს, შევსებულია კითხვარის მეორე ნაწილიც, რომელსაც ევროკომისიას 10 მაისს გაუგზავნიან.


