მდინარაძე: "საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, მათ შორის შიგნიდან, ომისა და ღალატის პარტიის მხრიდან"
09/05/2022 17:35:31 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და ამის ხაზგასმა საჭირო განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია, როდესაც მისივე თქმით, ომისა და ღალატის პარტია ქვეყნის შიგნით ჰიბრიუდულ ომს აწარმოებს.
მისი თქმით, საქართველოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, როგორც ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას მიმდინარე ოკუპაციის პირობებში. ამ ქვეყანას რაც კი შეუძლია ყველაფერს აკეთებს, როგორც ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას. ამ ყველაფერზე ხაზგასმა მისასალმებელია, განსაკუთრებით როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, მათ შორის შიგნიდან - ომისა და ღალატის პარტიის მხრიდან, ასეთ საკითხებს ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.


