Accentnews.ge
"შემთხვევით არაფერი ხდება, სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე, საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და ზეწოლა, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა"

"შემთხვევით არაფერი ხდება, სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე, საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და ზეწოლა, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა"

10/05/2022 14:22:17 პოლიტიკა

"ჩემი ქვეყანა ვერ დაადგება იმ გზას, რომელიც დაახლოებით 30 წლის უკან მოვიტოვეთ, ამან მოგვიტანა დიდი უბედურება, ხოცვა-ჟლეტა, უდიდესი ადამიანური დანაკარგი, ეკონომიკის ჩამოქცევა და ქვეყნის დაშლა. ამას მოყვა ჩემი ქვეყნის ძირძველი მიწების ოკუპაცია ცხინვალში და აფხაზეთში. ამიტომ, ვინც არ უნდა გვიკიჟინოს, საიდანაც არ უნდა მოუარონ ამ საქმეს, ჩვენ ამ გზას არ დავადგებით, ეს უნდა გაიგოს ყველამ", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, "შემთხვევით არაფერი ხდება, სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე. საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და პარალელურად მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ჩავრთულიყავით რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში და ძმათამკვლელ ომში".

ამასთან, როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, "არ სჯერა, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორი - შეერთებული შტატები, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, აქ მეორე ფრონტის გახსნას ფიქრობს".

„არ მჯერა იმის, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორი, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ, აქ ფიქრობს მეორე ფრონტის გახსნას. რაც შეეხება საეჭვო დამთხვევებს, შემთხვევით არაფერი ხდება. სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე. საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და პარალელურად მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ჩავრთულიყავით რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში და ძმათამკვლელ ომში. მე ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ჩემს დებად და ძმებად განიხილავ, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ამას ჰქვია საქართველო. ჩემი ქვეყანა ვერ დაადგება იმ გზას, რომელიც დაახლოებით 30 წლის უკან მოვიტოვეთ, ამან მოგვიტანა დიდი უბედურება, ხოცვა-ჟლეტა, უდიდესი ადამიანური დანაკარგი, ეკონომიკის ჩამოქცევა და ქვეყნის დაშლა. ამას მოყვა ჩემი ქვეყნის ძირძველი მიწების ოკუპაცია ცხინვალში და აფხაზეთში. ამიტომ, ვინც არ უნდა გვიკიჟინოს, საიდანაც არ უნდა მოუარონ ამ საქმეს, საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით ამ გზას არ დაადგება. თუ ამას შეიგნებენ, კარგი იქნება. ეს უნდა აწყობდეს ყველას, ჩვენს უახლოეს პარტნიორებს - შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირსაც, უნდა აწყობდეს უკრაინასაც, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ ვართ ამ რეგიონში შეერთებული შტატების და ევროკავშირის სტაბილური პარტნიორები. მეტსაც გეტყვით, საქართველო შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთადერთი სტაბილური პარტნიორი დარჩა არა მხოლოდ კავკასიაში. ამ თვალსაზრისით რომ განვიხილოთ,ფაქტიურად თავისუფლების კუნძული ვართ, ომების, დაპირისპირების, უბედურებების სარტყელში ვართ გახვეული, ვფიქრობ, რომ აქ ხანგრძლივი მშვიდობა პირველ რიგში ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირის და შეერთებული შტატების წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.

ივანიშვილის მიერ დაქირავებული კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადების თანახმად, სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად.

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს.

ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და, სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S