Accentnews.ge
მათიკაშვილი: „ვინც შეეცდება, ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ჩრდილი მიაყენოს, ის ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს“

მათიკაშვილი: „ვინც შეეცდება, ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ჩრდილი მიაყენოს, ის ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს“

11/05/2022 13:17:41 პოლიტიკა

მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ის, ვინც ცდილობს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილი მიაყენოს, ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს“

„თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოამაგე თავისი ქვეყნის და ერის! ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 90 იანი წლებიდან დაწყებული ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით მდგარიყო! 2011-2012 წლებში საკუთარი სიცოცხლეც კი, არათუ ქონება, სასწორზე შეაგდო სადისტური მიდრეკილებების მქონე, დანაშაულის ჭაობში მყოფი ნაც. ხელისუფლების დასამარცხებლად გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც სრულიად საქართველოს გამარჯვებით დაასრულა! ეს სწორედ ის გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, ამიტომ უკლებლივ ყველა, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, ვინც შეეცდება ეს გამარჯვება და არჩევანი დააკნინოს ან მის უმთავრეს შემოქმედს: ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ჩრდილი მიაყენოს, ის ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს“,– აცხადებს მათიკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S