Accentnews.ge
"აღარ მაინტერესებს ოპოზიციონერების აბსურდული განცხადებები, შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, მანამდე, მადროვეთ, სამუშაო გვაქვს"

"აღარ მაინტერესებს ოპოზიციონერების აბსურდული განცხადებები, შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, მანამდე, მადროვეთ, სამუშაო გვაქვს"

13/05/2022 10:09:12 პოლიტიკა

"ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი", - ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მას "ოპოზიციონერების აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს".

„არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისათვის: ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. კერძოდ, მელია ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოლდოვის არჩევნებში ხმა დიასპორის 300 000 -მა წარმომადგენელმა მისცა. მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნებში ხმა მხოლოდ 12 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა მისცა. "100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო არჩევნებზე, ეს ხელისუფლება არ იქნებოდა,"- განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S