Accentnews.ge
ღარიბაშვილი – ჟურნალისტს: "თქვენ შეგიძლიათ, ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე"

ღარიბაშვილი – ჟურნალისტს: "თქვენ შეგიძლიათ, ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე"

13/05/2022 10:11:53 პოლიტიკა

"თქვენ შეგიძლიათ, ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე",, - ასე მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

პრემიერის თქმით, ყველა პატრიოტმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკოსებს საქართველოს ინტერესები უნდა გაატარებინოს.

„ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული უნდა გავხდეთ ყველა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის, მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S