„დიდი შვიდეული“ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში"

14-05-2022 17:08:58 პოლიტიკა

„დიდი შვიდეული“ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში, – ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საგარეო უწყების ხელმძღვანელები ბელარუსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის ინტერვენციის ხელშეწყობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ „გააგრძელებენ ეკონომიკურ სანქციებს“ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო იმ სექტორებზე, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებით არის დამოკიდებული და მოუწოდეს ჩინეთს, არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ამ ზომებზე.

სამდღიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდ მსხვილ ეკონომიკურ ძალას სურს, დააჩქაროს ძალისხმევა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების დასასრულებლად.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა წარმოქმნა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი უახლეს ისტორიაში, რომელიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველაზე დაუცველებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაჩქაროთ კოორდინირებული მრავალმხრივი რეაგირება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ამ მხრივ, გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაზე დაუცველ პარტნიორებს გვერდში დავუდგეთ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები