ევროპარლამენტარი - გვარამიას პატიმრობაზე: "ივანიშვილს ასეთი ქმედებებით ევროკავშირიში წევრობის კანდიდატის საბოტაჟი სურს?"
16/05/2022 08:01:59 პოლიტიკა
"ივანიშვილს ასეთი ქმედებებით ევროკავშირიში წევრობის კანდიდატის საბოტაჟი სურს?", – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით პატირობის მისჯის ფაქტს.
"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, თუნდაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირობებში, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის გზას, რათა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ივანიშვილის ძალაუფლება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას [ივანიშვილს] ასეთი ქმედებებით სურს წევრობის კანდიდატის საბოტაჟი?", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.


