Accentnews.ge
"სამსახურებრივი მანქანის გამოყენების გამო დაკავება “ოცნებისთვისაც” საშიშ პრეცედენტს ქმნის"

"სამსახურებრივი მანქანის გამოყენების გამო დაკავება “ოცნებისთვისაც” საშიშ პრეცედენტს ქმნის"

16/05/2022 08:53:44 პოლიტიკა

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს ეხმიენება და აცხადებს, რომ "სამსახურებრივი მანქანის გამოყენების გამო დაკავება “ოცნებისთვისაც” საშიშ პრეცედენტს ქმნის"

“სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნების გამოყენებისთვის რომ ხალხი დაიჭიროთ, საქართველოს პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, მაღალი თანამდებობის პირები, სპიკერი იქნება თუ მოადგილეები, ასევე ბიოროკრატიაში ადამიანი, ვისაც მძღოლი და მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია. მიუხედავად იმისა, რომ მე სამსახურებრივი მანქანა არასდროს მყოლია, დავკვირებივარ იმ ხალხს, ვისაც ჰყოლია და ისინი ყოველთვის იყენებდნენ ამას პირადი მიზნებისთვის. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული ამბავია არა თუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურებში და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის თვითონ “ქართული ოცნებისთვისაც”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S