Accentnews.ge
პავილიონისი: "სამწუხაროა უყურო, როგორ კარგავს საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას"

პავილიონისი: "სამწუხაროა უყურო, როგორ კარგავს საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას"

16/05/2022 09:53:56 პოლიტიკა

"სამწუხაროა უყურო, როგორ კარგავს საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას", – ასე ეხმიანება ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს.

მისი თქმით, "ჩანს, თითქოს "ქართული ოცნებას" სურს, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებების გასანადგურებლად".

„ჩანს, თითქოს "ქართული ოცნებას" სურს, დაუშვას ყველა შეცდომა იქნება ეს უკრაინისთვის სოლიდარობა, თუ პრეზიდენტის დაკავება ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ. სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას“, –აცხადებს პავილიონისი.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S