Accentnews.ge
ვაშაძე – გვარამიას პატიმრობაზე: “ოცნება” მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან"

ვაშაძე – გვარამიას პატიმრობაზე: “ოცნება” მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან"

16/05/2022 10:27:17 პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და “ქართული ოცნება” დასავლელ პარტნიორებთან ამის “სავაჭროდ” გამოყენებას აპირებს.

“ერთის მხრივ, ბრალდების აბსურდულობა, შინაარსის აბსურდულობა და მეორეს მხრივ, მაინც და მაინც ახლა ამ პროცესის დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ “ქართული ოცნება” მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან[…] ეს [გვარამიას დაკავება] არის იმ საერთო დიდი სურათის ნაწილი, ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების გაგრძელებაა ეს ყველაფერი, მალე “ქართული ოცნება” დაგვაყენებს არჩევანის წინაშე – რუსეთი თუ ამერიკა, ევროკავშირი თუ "ევრაზიული კავშირი" და ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S