Accentnews.ge
„ლელო“ – გვარამიას პატიმრობაზე: "საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის, "ოცნებას“ გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული"

„ლელო“ – გვარამიას პატიმრობაზე: "საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის, "ოცნებას“ გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული"

16/05/2022 11:03:06 პოლიტიკა

პარტია „ლელო" აცხადებს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრება ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებთან ერთად პირდაპირი ნიშანია, რომ „საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული“.

"პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელმა და ასევე ბინძურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს.

ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას მიმართ არის თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების პირდაპირი გზავნილი. ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი. ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა. ქვეყანაში არის დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რყევა და ხშირ შემთხვევაში მათი მოშლა.

დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისაკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და „ქართულ ოცნებას“ გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S