Accentnews.ge
"საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება"

"საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება"

16/05/2022 11:41:16 პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია.

„ცალსახად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან, შესაბამისად, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული. ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი. ვთანხმდებით ამაზე? მგონი ვთანხმდებით!“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S