ბრიტანეთის საელჩო – გვარამიას პატიმრობაზე: "თავისუფალი მედიის სადარაჯოზე ვართ"
16/05/2022 12:20:27 პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კლერ ოლბლესი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო იმედგაცრუებულია.
"ბრიტანეთი თავისუფალი მედიის სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე მოქალაქეები ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას", - ნათქვამია ოლბლესის განცხადებაში.
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


