Accentnews.ge
სააკაშვილი - გვარამიას პატიმრობაზე: "ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა, ახლა ბრძოლის დროა"

სააკაშვილი - გვარამიას პატიმრობაზე: "ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა, ახლა ბრძოლის დროა"

16/05/2022 13:51:58 პოლიტიკა

"ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობისა და გამბედაობის სიმბოლოა, ახლა ბრძოლის დროა", - ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს.

"ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა. ართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა. ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!", – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო რიგ ბრალდებებში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გვარამია სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S