Accentnews.ge
კელი დეგნანი - ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე: "ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები"

კელი დეგნანი - ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე: "ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები"

16/05/2022 14:50:06 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას საქმის მიმართ კითხვები თავიდანვე არსებობდა.

მისი თქმით, აღქმაც კი, რომ შეიძლება, იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი საქმეების შედეგების მიმართ.

„მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან დაკავშირებით, საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, პროცესთან დაკავშირებით. ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა. აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი საქმეეების შედეგების მიმართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელსა და მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს. როდესაც საქმე ეხება მედიას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ იყოს გამჭვირვალე, ძალიან ცხადი, რომ ეს [პროცესი] ჩატარდა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი კონსტიტუციური პრინციპი – მედია თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნება რისკის ქვეშ", – განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის ელჩი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ რეფორმები, რომლებიც სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის რწმენას აღრმავებს, არის საკვანძო ამ პროცესში:

„ჩვენ, ყველას გვსურს ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის წევრობის მისწრაფებებთან დაკავშირებით ევროკავშირსა და ნატო–ში. ჩვენ ყველა ვმუშაობთ ამ შედეგისთვის. რეფორმები რომელიც იწვევს საზოგადოების რწმენას სასამართლო სისტემის მიმართ, არის საკვანძო ამ პროცესში“.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S