საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ეწვევა
16/05/2022 15:39:56 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე მოლდოვას, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
18-19 მაისს იგი შეხვედრებს თბილისში გამართავს.
"საქართველოში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა განიხილონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ უნდა გააძლიერონ ქართველი ხალხის მისწრაფებები დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავალისკენ", – აცხადებენ სახემწიფო დეპარტამენტში.


