Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატო-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატო-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

17/05/2022 07:16:04 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში. შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S