საფრანგეთის ელჩი - გვარამიაზე: "ესაა გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს"
17/05/2022 09:14:07 პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოიწვევს კითხვებს.
"მე კომენტარს არ გავაკეთებ სასამართლოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს. ფუნდამენტური საკითხი და ფუნდამენტური პრინციპია სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა კანონზე მაღლა დგას, მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის სამართლებრივი დევნა და საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. არის თუ არა ეს სწორედ ის შემთხვევა, ეს არის კითხვა, რომელსაც საზოგადოება დასვამს. ისინი იკითხავენ, არის თუ არა სიტყვის თავისუფლების დაცვა საქართველოში, თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა. კიდევ ერთი შეკითხვა იქნება, რატომ არიან ასე მრავლად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში საქართველოში. მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს კითხვები იქნება", – აცხადებს ელჩი.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა


