ელჩი: "საქართველოს პრეზიდენტი იტალიას ეწვევა"
17/05/2022 10:11:11 პოლიტიკა
საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ენრიკო ვალვოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიას ეწვევა.
როგორც ელჩმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებისას აღნიშნა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს.
„ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ეფუძნება გაზიარებულ ღირებულებს. საქართველოს პრეზიდენტი ორიოდე კვირაში იტალიაში მიემგზავრება ვიზიტით. იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე პატივს სცემს საქართველოს სტრატეგიას და ევროინტეგრაციის ძალისხმევას მშვიდობაზე დაფუძნებულს“, - განაცხადა ვალვომ.


