Accentnews.ge
რუსეთმა ქვეყნიდან ორი ფინელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა ქვეყნიდან ორი ფინელი დიპლომატი გააძევა

17/05/2022 12:46:00 პოლიტიკა

ფინეთიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ რუსეთმა ქვეყნიდან ორი ფინელი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"ელჩს წარუდგინეს საპროტესტო ნოტა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების კამპანიის ფარგლებში ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ფინეთიდან უსაფუძვლო გაძევებასთან დაკავშირებით, ასევე ფინეთის კონფრონტაციულ კურსთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებასა და დონბასისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულის დაფარვაზე. ელჩს აცნობეს, რომ ფინეთის ხელისუფლების ამ ქმედებებზე რეაგირების შედეგად, რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვში ფინეთის საელჩოს თანამშრომლების რუსეთის ფედერაციაში მიუღებლობის შესახებ", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S