შარლ მიშელი: "შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს"

17-05-2022 20:49:45 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს.

ბრიუსელში შეხვედრის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს.

"ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს",- წერს შარლ მიშელი.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დღეს შეხვდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები