დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ეწვევა

18-05-2022 10:30:15 პოლიტიკა

დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ეწვევა

"საქართველოში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა განიხილონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ უნდა გააძლიერონ ქართველი ხალხის მისწრაფებები დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავალისკენ", – აცხადებენ სახემწიფო დეპარტამენტში.

დერეკ შოლე 17-18 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში იყო, საქართველოს შემდეგ კი, 20 მაისს ლონდონში გაემგზავრება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები