ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ გაუქმდა სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა

18-05-2022 14:17:36 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ უკავშირდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს.

მისი თქმით, შეხვედრა გადაიდო იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გადადებისა და გაუქმების მიზეზია სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას კოვიდი ჰქონდა და ამის გამო, გასულ კვირაში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო, ასევე ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბრიუსელში ჩვენი საელჩოდან გვაქვს. გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრის გაუქმება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. არ შეიძლება, შიდა პოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი იყოს. გუშინ, პრემიერს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა ბრიუსელში, მათ შორის ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტარების პრეზიდენტებთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები