Accentnews.ge
საუდის არაბეთის საელჩო მოქალაქეებს საქართველოში ინვესტირების შესახებ აფრთხილებს

საუდის არაბეთის საელჩო მოქალაქეებს საქართველოში ინვესტირების შესახებ აფრთხილებს

18/05/2022 14:10:56 პოლიტიკა

საუდის არაბეთის საელჩო მოქალაქეებს საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების შესახებ აფრთხილებს.

დიპლომატიური უწყების განცხადებით, საუდის არაბეთის იმ მოქალაქეებმა, რომელთაც საქართველოში უძრავი ქონების ან მიწის შეძენა სურთ, შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

  • უძრავი ქონების საინვესტიციო კონტრაქტის ხელის მოწერამდე მოქალაქეები უნდა ეწვიონ საელჩოს;
  • კონტრაქტის გაფორმებამდე რეკომენდებულია სერტიფიცირებული იურისტის დაქირავება და მასთან კონსულტაციის გავლა;
  • დოკუმენტის შევსებამდე აუცილებელია ქართული კანონმდებლობის ცოდნა და კონტრაქტის იუსტიციის სახლში გაფორმება.

საელჩომ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის არაერთი მოქალაქე გამხდარა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე თაღლითობის მსხვერპლი. რისკების შესამცირებლად საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს: თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში უცნობ ადამიანებთან კონტაქტისგან, მოერიდონ ქუჩაში ძვირადღირებული ნივთებითა და სამკაულებით გასვლას და თან არ ატარონ დიდი მოცულობის ნაღდი ფული.საუდის არაბეთი საელჩო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S