Accentnews.ge
"ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი"

"ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი"

18/05/2022 16:47:21 პოლიტიკა

"ნაციონალური მმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს".

მისი თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს წინ უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება:

"საქართველოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება და ამ პროცესში ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ. ეს არის პროცესი, რომელიც გადაწყვეტს დიდწილად ქვეყნის საგარეო კურსს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ემზადება შესაბამისი გზავნილის შემუშავებისთვის და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა იქნება ეს გზავნილი".

მისი თქმით, "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება ახლა, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, ხოლო ევროპის მხრიდან კანდიდატობაზე უარს, "ოცნება" გაასაღებს როგორც ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობად ევროპის მხრიდან":

"ნიკა გვარამია იქნა დაკავებული, რომ ამ გზიდან რაც შეიძლება, ადვილად გადაუხვიონ, ოღონდ სიმძმის ტვირთი ისევ პარტნიორებს აკიდონ და უთხრან, შენ იმიტომ არ მიმიღე, რომ ომში გინდა ჩემი ჩართვა".

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S