Accentnews.ge
"საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპას აშორებს და რუსეთს აახლოებს"

"საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპას აშორებს და რუსეთს აახლოებს"

18/05/2022 18:40:30 პოლიტიკა

ფიზიკოსი გია დვალი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპას აშორებს და რუსეთს აახლოებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს, ქვეყანა ევროკავშირში შევიდეს.

“მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავება არის დიდი სურათის ნაწილი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ნელ–ნელა ხატავს. ბოლო დროს ეს პროცესი დაჩქარდა. ამ სურათს ეწოდება საქართველოს ჩამოშორება ევროპიდან და რუსეთის ორბიტაზე დაახლოება. თუმცა ეს დაახლოებით არ დამთავრდება, ეს იქნება შთანთქმა. ჩვენს მთავრობას არ უნდა, რომ ევროკავშირში შევიდეთ", – აცხადებს დვალი.

მისი თქმით, ოფიციალურად ხელისუფლებას ევროპული კურსი აქვს გაცხადებული, თუმცა მისი ქმედებები ამ გზის საწინააღმდეგოა. ამის მაგალითად იგი, მათ შორის საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხს ასახელებს.

როგორც დვალი აღნიშნავს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი "მასშტაბური დემონსტრაციები და ევროკავშირის მესვეურებთან სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი კავშირია".

"აუცილებელია საზოგადოებამ გამოხატოს დიდი პროტესტი და დაანახოს ევროპას, რომ სურს ევროკავშირში. "ჩვენ გვინდა ევროკავშირი" უნდა იყოს მთავარი ლოზუნგი", – აცხადებს დვალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S