ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
18/05/2022 17:06:15 პოლიტიკა
1994 -2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში ლევან მამალაძე სამშობლოში პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაბრუნდა.
„TV პირველთან“ საუბრისას მამალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა იქნება „პოლიტიკასთან [ახლოს]“
"დავბრუნდი სამშობლოში, 19 წელია, ეს გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი, რადგან იყო უსამართლობა. პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ, მე დიდი ხანი ვიყავი პოლიტიკაში, მეკავა მნიშვნელოვანი თაბნამდებობები. პოლიტიკასთან ყოფნას ვაპირებ", –განაცხადა მამალაძემ.
ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, 2004 წლამდე ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულს შეეხება.
მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. მას საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის გამოძალვის ბრალდებით 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.


