დერეკ შოლე: "ვაფასებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას"
19/05/2022 15:45:37 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში“, – აღნიშნავს დერეკ შოლე.
დერეკ შოლე საქართველოს 18 მაისს ეწვია. დღეს მან შეხვედრები გამართა მთავრობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომედგენლებთან. მან თბილისი უკვე დატოვა.


