Accentnews.ge
„ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს“

„ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს“

19/05/2022 16:25:08 პოლიტიკა

„ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს“, - ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეს ოფიციალური კიევის საჯარო პოზიციაა:

„ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში ასეთი ბიძინა ივანიშვილია. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ ეს ადამიანი ფულს რუსეთის ფედერაციაში შოულობს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა, რომელიც აბსოლუტურად არგუმენტირებულია. ყველა, ვინც ფულს რუსეთში შოულობს, სინამდვილეში უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან. დანაშაულები, რომლებიც კიევის ოლქში რუსეთმა ჩაიდინა - მასობრივი გაუპატიურებები და ბავშვების ხოცვა, მათი პასუხისმგებლობის საგანი იქნება, ვინც ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ფედერაციასთან ერთად ფულს აკეთებს. ამ თეზისების უარყოფა ძალიან რთულია, ეს ახსნას საჭიროებს, საერთოდ რატომ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს რამე გაყიდოს? რატომ უნდა იყოს საუბარი რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობებზე?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ხომ რთულია... მათ შორის, ბატონ ივანიშვილისთვისაც?!“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S