Accentnews.ge
კობახიძე: "ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველია”

კობახიძე: "ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველია”

19/05/2022 20:13:41 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას ეხმიანება და მას “კრიმინალების მფარველს" უწოდებს.

"ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს. [...] მან ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი [ნიკა გვარამია] და ახლა “რუსთავი 2″ გაძარცვა”. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი”, – განაცხადა კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

რაც შეეხება ევროპარლამენტარის განცხადებას, რომლის თანახმად, "ქართულმა ოცნებამ მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს გადასვლა 60-დან 89-ე ადგილზე 1 წელიწადში", კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს ასახელებენ აქ "ნაციონალური მოძრაობა" და იქ – ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის რაღაცა კონკრეტული პატარა ჯგუფი და სინამდვილეში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი".

მანამდე, ევროპარლამენტარი გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებს და აღნიშნა, რომ "წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც – პუტინი".

მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დეზინფორმაცია კრემლის დონეს უტოლდება" .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S