სამხარაძე: "თუ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენგან იქნება კრიტიკა"
20/05/2022 09:24:24 პოლიტიკა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ თუ კრამონი არ გააკეთებს "მიკერძოებულ განცხადებებს", მაშინ არც მათი მხრიდან იქნება კრიტიკა.
"თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, მაშინ არც ჩვენი მხრიდან არ იქნება ამ განცხადების კრიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დასაჯოს კრიმინალი იმიტომ კი არა, რომ კრიმინალი არაა, არ დასაჯოს იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკოსი, ეს ჩემთვის არ არის ევროპული ფასეულობები და ღირებულებები", - ამბობს სამხარაძე.


