Accentnews.ge
CEPS - საქართველოს EU-ს კანდიდატობაზე: „პრობლემების სათავეში ივანიშვილის მიერ კონცენტრირებული ძალაუფლებაა"

CEPS - საქართველოს EU-ს კანდიდატობაზე: „პრობლემების სათავეში ივანიშვილის მიერ კონცენტრირებული ძალაუფლებაა"

20/05/2022 18:59:45 პოლიტიკა

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ CEPS-მა საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც სურვილი აქვს გამოთქმული, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, კრიტიკული ანალიზი გამოაქვეყნა.

ბლოგის ავტორები მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმანსი აღნიშნავენ, მსგავსი კვლევითი ანგარიშები უკრაინისა და მოლდოვისთვის უკვე გამოქვეყნდა და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსს ორივე ქვეყანა იმსახურებს. რაც შეეხება საქართველოს, მათი ხედვით, კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი არც ისე ცალსახა და უფრო მეტად პარადოქსულია.

"საქართველო პარადოქსია: ერთი მხრივ, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულება შთამბეჭდავი გამოდგა. ამ მხრივ, მან არამხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოსაც კი აჯობა. საქართველომ კორუფციის პრობლემა დიდწილად აღმოფხვრა, უკეთესი შედეგით, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ.

მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და კანონის უზენაესობას წლებია, ეწინააღმდეგება. პრობლემების სათავეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონცენტრირებული ძალაუფლებაა, იგი არც ანგარიშვალდებული და არც არჩეულია, რაც სახელმწიფოს მიტაცების განსხეულებაა.

ჯერ კიდევ 2018 წელს ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ხმების მოსყიდვის ყველაზე ამაზრზენ შემთხვევაზეა პასუხისმგებელი, როცა მოსახლეობის მნიშნელოვან ნაწილს საბანკო დავალიანება დაუფარა. ასევე, 2020 წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება, ამის საფუძველზე კი, ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადება მოჰყვა.

ეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი 2021 წლის მაისში, თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტმა შეამსუბუქა, რომელიც თანამშრომლობის შეთანხმებაზე მხარეებს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. თუმცა, მოგვიანებით, ევროკავშირი გაოგნებული და შეძრწუნებული დარჩა, როდესაც 2021 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების საკვანძო პუნქტების შესრულებაზე უარი განაცხადა", - ვკითხულობთ CEPS-ის კვლევით ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S