Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

22/05/2022 09:24:53 პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S