"ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველო დასავლეთისკენ წავიდეს, უნდა იღწვოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას"
23/05/2022 11:33:17 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველო დასავლეთისკენ წავიდეს, უნდა იღწვოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას".
მისი თქმით, "ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა გვყავს, საქართველოს ნულოვანი შანსი აქვს სამშვიდობოს გაღწევის, თავისუფლებისა და ჩვენი უსაფრთხოების დაცვის".
„იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, უნდათ რომ დასავლეთში წარუმატებლობა დააბრალონ ოპოზიციას და მის კრიტიკას, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს ის, რასაც ვთვლით რომ სიმართლეა. ვიდრე ეს რეჟიმი გვყავს საქართველოს ნულოვანი შანსი აქვს სამშვიდობოს გაღწევის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის. ამიტომ, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური სიმპათიისა, ყველას ვისაც უნდა იხილოს საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად, ევროპის, ნატო-ს, ევროკავშირის ნაწილად და დაცულად, ამისთვის შეუძლიათ რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოცილებაში საკუთარი წვლილის შეტანა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ".


