Accentnews.ge
"მძიმე სურათია" – უსუფაშვილი "ქართულ ოცნებას" ინიციატივით მიმართავს

"მძიმე სურათია" – უსუფაშვილი "ქართულ ოცნებას" ინიციატივით მიმართავს

23/05/2022 14:27:10 პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი სპიკერი, "ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯომარე დავით უსუფაშვილი მმართველი გუნის პოზიციონირებას, რომ ოპოზიცია აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, საკუთარი წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალების მცდელობას უწოდებს.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ვითარება კრიტიკულია და ის ხელისუფლებას გამოსავლის გზას სთავაზოვს.

„ლელო“ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ საქმე ეხება ძალიან სერიოზულ პრობლემას. ყველამ ერთად (აი, ასეთმა ხელისუფლებამ და ასეთმა ოპოზიციამაც) თუ არ გადავდგით სასწრაფოდ ნაბიჯები, ევროპული პერსპექტივა სერიოზული კითხვის ქვეშ დადგება. ჩამოვიდნენ ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი [ბრიუსელიდან] და მათ პირველწყაროებიდან ძალიან მძიმე სურათი „ჩამოიტანეს“. ღარიბაშვილის იქ ჩასვლამ ეს სურათი პირიქით, დაამძიმა და არ შეამსუბუქა. ეს იცის ორივ ირაკლიმ [ღარიბაშვილმა და კობახიძემ] და ამიტომ, ახლა პიარმოძრაობის მცდელობა დაიწყეს. ამის ნაცვლად მათ ვთავაზობთ, სასწრაფოდ შედგეს ინტერპარტიული დელეაცია, რომელიც ჩავა ბრიუსელში, ჩაიტანს შარლ მიშელის ხელახლა ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც იყო ევროპისკენ გზა შემოთავაზებული იმ ადამიანების მიერ, ვინც ახლა უნდა გადაწყვიტონ საქართველოს საკითხი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და მათ ვეტყვით, რომ „გვახასიათებს არეულობები, მაგრამ საქართველოს ევროპული არჩევანის თაობაზე ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ზრდასრული ადამიანები, ზრდასრული ერი ვართ. ესაა ახლა საკეთებელი“,– განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის: შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ქართულ პოლიტიკურს სპექტს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ექვსპუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერა შესთავაზა. მოგვიანებით მმართველმა გუნდმა დოკუმენტის ანულირება მოახდინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S