Accentnews.ge
პრემიერი: "Salesforce-ს პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ვესაუბრე"

პრემიერი: "Salesforce-ს პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ვესაუბრე"

24/05/2022 06:38:28 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ესაუბრა.

„შეხვედრა გავმართე კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან. ვისაუბრეთ ახალგაზრდა, პროფესიონალური და კონკურენტული ადამიანური კაპიტალის მქონე საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S