Accentnews.ge
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

24/05/2022 08:31:16 პოლიტიკა

პრეზიდენტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. შესაბამისი დოკუმენტები ასახულია პარლამენტის ვებ–გვერდზე.

ეროვნული საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შედგება ცხრა წევრისაგან. საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით.

სებ-ის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას ეროვნული საბჭო მისივე წევრებიდან ირჩევს და თავადვე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S