Accentnews.ge
დავითულიანი კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმონიჭებაზე: "ეს რუსეთმა შესაძლოა, მწვანე შუქად აღიქვას”

დავითულიანი კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმონიჭებაზე: "ეს რუსეთმა შესაძლოა, მწვანე შუქად აღიქვას”

24/05/2022 09:15:30 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, შესაძლოა, რუსეთმა მწვანე შუქად აღიქვას.

მისი თქმით, თუ სცენარი ასე განვითარდა, მაშინ ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.

„ჩემი აზრით, საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც [მოლდოვა და უკრაინა] აუცილებლად უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რუსეთის მხრიდან შეიძლება, აღქმული იყოს როგორც მწვანე შუქი, რომ რეგიონში მისთვის დათმობილია ასპარეზი და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს [კანდიდატის სტატუსის მისაღებად] და თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის: 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.

კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.

საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზეა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S