Accentnews.ge
"ქალების წინააღმდეგ ომი ყურადღების მიღმა რჩება ყველას, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები"

"ქალების წინააღმდეგ ომი ყურადღების მიღმა რჩება ყველას, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები"

24/05/2022 09:51:23 პოლიტიკა

ის ომი, რომელიც ქვეყანაშია მართლა, ყურადღების მიღმა რჩება ყველას – ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ; ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, არავითარ ყურადღებას არ აქცევს, – განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან ხელისუფლებას ადეკვატური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, არც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა. ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა. ისევე როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებენ ორდერებს, ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმესი ტრაგედია. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა, და ეს ომი არ სრულდება, და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალური ზომები მიიღონ, განცხადება მაინც გააკეთონ ამის შემდეგ, მთელი ხელისუფლებამ გადართულია პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში ოპოზიციის ბრალია. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო „ოცნებას”, რომ ეს ომი არის მუდმივი, ქალები ამ ქვეყანაში კვდებიან, ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია. უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები – ცნობიერების ამაღლება, პროგრამები, ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამოქმედო გეგმა, და ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები”, – განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ თბილისში ქმარმა ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა. კიდევ ერთი ამასწინანდელი ინციდენტი ქალის დაჭრას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ყოფილმა ქმარმა დაჭრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S